გონიოს ტერიტორიაზე სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

15 მაი 2021

გონიოს ტერიტორიაზე სასმელი წყლის სისტემას ამონტაჟებენ.ამ ეტაპზე, წყლის ახალი მრიცხველების მონტაჟი ანდრია პირველწოდებულის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში მიმდინარეობს.

აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრები 300-მდე ოჯახი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტი ეტაპობრივად მიმდინარეობს და გონიოს ადმინისტრაციული ერთეულის სხვა ქუჩებსაც მოიცავს.