დაკავება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით

14 მაი 2021

ნარკოტიკის  შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი,  27  წლის  კაცი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინს“, რაც სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.  დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.