პოლიტიკური პარტიები ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილების მოლოდინში

12 მაი 2021

შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში, ერთ კვირაში გაირკვევა. სწორედ ეს დრო დაასახელა პარტიის თავმჯდომარემ გადაწყვეტილების მისაღებად. ნიკა მელიამ კონსულტაციები თანაგუნდელებთან ამ საკითხზე უკვე დაიწყო და ვიცით  ის, რომ ენმ-ში აზრი ორადაა გაყოფილი. თუ პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის პარტია, ეს მათთვის დამაზიანებელი იქნება-ფიქრობს ხატია დეკანოიძე, რომელიც  კონკრეტულ მიზეზებსაც განმარტავს, თუ რა უარყოფითი  შედეგი მოჰყვება ბოიკოტის რეჟიმში დარჩენას.