ფოთში კორონავირუსით 48 წლის ექთანი გარდაიცვალა

12 მაი 2021

ფოთში, საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის გადაუდებელი ცენტრის მორიგე ექთანი კორონავირუსით გარდაიცვალა.

48 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. 

არსებული ინფორმაციით, მას კოვიდი 8 თვის შემდეგ მეორედ დაუდასტურდა. 

აჭარის მაუწყებელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დაუკავშირდა, დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ