45 წელს ზემოთ მოქალაქეები „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ

12 მაი 2021

45 წელს ზემოთ მოქალაქეები „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ.

გადაწყვეტილება ვაქცინაციის საბჭომ გუშინ მიიღო. 

თამარ გაბუნიას განცხადებით,  45 წელს ზემოთ მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დღეს 20:00 საათიდან შეძლებენ.

"რისკების შეფასების და დამატებითი კონსულტაციების  შედეგად საბჭომ მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ ასაკობრივი ზღვარი შემცირდეს 45 წლამდე. ​განსაკუთრებით დიდი იყო მოთხოვნა სამედიცინო პერსონალის მხრიდან ასაკის შემცირებაზე'' - განაცხადა გაბუნიამ.