არასრულწლოვნები პოლიციის მხრიდან მუქარაზე საუბრობენ

11 მაი 2021

არასრულწლოვნები სამართალდამცველებს ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებენ.

3 მოზარდის ინფორმაციით, ფაქტი ბათუმში,  ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მოხდა, საიდანაც, მათი თქმით, პოლიციელებმა გამოიყვანეს, შსს-ს კუთვნილი ავტომობილით წაიყვანეს და ქალაქგარეთ დატოვეს.