3 წლის ბავშვი ჭაში ჩავარდა და დაიღუპა 

11 მაი 2021

უბედური შემთხვევა სამტრედიის მუნიციპალიტეტში -  არსებული ინფორმაციით, 3 წლის ბავშვი ღია ჭაში ჩავარდა და დაიხრჩო.

სავარაუდოდ, მას თამაშის დროს ფეხი დაუცურდა და ჭაში ჩავარდა. დედამ ბავშვი გარდაცვლილი იპოვა. 

გარდაცვლილი ბავშვი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.