დაავადება სწრაფად გავრცელებადი გახდა-მცხეთის კლინიკის ხელმძღვანელი

11 მაი 2021

დაავადება უფრო სწრაფად და მარტივად გავრცელებადი გახდა ამის შესახებ „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ლიკა მუმლაძის ინფორმაციით, მძიმე ახალგაზრდა პაციენტების რაოდენობა გაიზარდა, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია ბავშვებშიც.  მისივე თქმით,  ინფიცირების მაჩვენებელი მოიმატებს, სააღდგომო დღეებთან დაკავშირებული ე.წ. დიდი კლასტერები გაჩნდება.