სოფელ დიღომში სროლის შედეგად 4 პირი დაიჭრა

11 მაი 2021

სოფელ დიღომში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად დაიჭრა 4 პირი. დაშავებულები ამ დროისთვის კლინიკაში არიან გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება  სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.