ნიკა მელია ციხიდან გამოვიდა, რა იქნება შემდეგ

10 მაი 2021

ნიკა მელიამ რუსთავის მე-12  სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო. შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.

სასამართლოს მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა.

გირაოს თანხა ევროკავშირმა ორი დღის წინ გადაიხადა.