10 მაი 2021
პოლიტიკოსები საარჩევნო რეფორმას განიხილავენ. მათი განცხადებით, კანონპროექტის ამოსავალი წერტილი შარლ მიშელის დოკუმენტია. ოპოზიციის შეთავაზებაა არჩევნებში ხმის მიცემა არა ძველი პირადობის მოწმობით, არამედ აიდი ბარათით იყოს შესაძლებელი.
მსჯელობა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების პრინციპის ირგვლივ მიმდინარეობს. შეხვედრას საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.