დიდუბეში, ერისთავის ქუჩაზე ხანძარია

10 მაი 2021

დიდუბეის რაიონში, ერისთავის ქუჩაზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ საწყობში გაჩნდა.

ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან.