საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი

10 მაი 2021

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსიგან გამოჯანმრთელდა 1439 პაციენტი, გარდაიცვალა კიდევ 24.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 535 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 665, პისიარტესტით – 3 870.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,76%, ბოლო 14 დღის – 6,03%, ბოლო 7 დღის – 6,48%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 549 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 300 შემთხვევა, აჭარა - 77, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 9, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 45, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 11, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ქვეყანაში სულ აცრილია – 62 447 ადამიანი, დღიურად აცრილია – 1 089.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.