პრეზიდენტის კონსულტაციები ვეტოს გამოყენებაზე

07 მაი 2021

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებით არგუმენტები მმართველი პარტიისგანაც მოისმინა. რამდენიმე საათის განმავლობაში ორბელიანების სასახლეში შეხვედრები გამართა ,,ქართული ოცნების“  ლიდერებთან. მათ შორის იყო  პრემიერ-მინისტრი.

ოპოზიციის ნაწილს ისევ აქვს მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი კანონპროექტს ვეტოს დაადებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ალტერნატიულ კანონპროექტს დააინიცირებენ.