ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები

07 მაი 2021

ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები განახლდა.  დღეს გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა დაიწყო. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 100-მდე მეხანძრე - მაშველი, რომლებიც მდინარის ფსკერს სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, ექოლოტებით დაათვალიერებენ. ირაკლი ანთიძის კვალი მდინარე რიონში 10 აპრილს დაიკარგა.