რეინფიცირების შემთხვევები გახშირდა და მსუბუქად არ მიმდინარეობს - ამირან გამყრელიძე

07 მაი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კორონავირუსით განმეორებით ინფიცირება გახშირდა და ასეთი შემთხვევები მსუბუქად არ მიდის.

„ე.წ. საეჭვო რეინფიცირებაზე გვქონდა რამდენიმე ათეული შემთხვევა, დაახლოებით 50-ზე ზემოთ.  გაფილტვრით ამ რიცხვმა დაიკლო და ნამდვილი რეინფიცირება 2 კვირის წინანდელი მონაცემებით დადგინდა 3 თუ 5 შემთხვევა. კვლევაში კვლავ არის რამდენიმე ათეული შემთხვევა. ტენდენცია გახშირდა და რეინფიცირების შემთხვევები არ მიდის მსუბუქად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, 7 მაისს საქართველოში კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.