აჭარაში კორონავირუსის 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი

07 მაი 2021

აჭარაში კორონავირუსის 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 118 პაციენტი, კლინიკა დატოვა 36-მა.

ბოლო 24 საათში რეგიონში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 პაციენტი.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით კლინიკაში მკურნალობს 451 პაციენტი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 8.

კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია 351 პირი, ონლაინ კლინიკაში - 742.