08 ნოე 2016
,,ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი არჩევნები” - ასე საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ევროპარლამენტარები აფასებენ. ამასთან დეპუტატები მთავარ გამოწვევად ერთპარტიულ მმართველობას ასახელებენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ ეს დემოკრატიული პროცესის ნორმალური ნაწილია.