2 დღეში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 785 შემთხვევა

06 მაი 2021

ორ დღეში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 785 შემთხვევა დაფიქსირდა. სასწრაფო დახმარების მონაცემებით, აქედან ჰოსპიტალიზირებულია 658 ადამიანი. თბილისში ინტოქსიკაციის 281 შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოს დანარჩენი რეგიონებში კი  504. დაფიქსირდა ასევე კვებითი ინტოქსიკაციის - 411 შემთხვევა. ყველაზე მეტი ფაქტი თბილისზე მოდის-121 პაციენტი  . სხვა რეგიონებში კი აღნიშნულ ფაქტებზე სასწრაფო დახმარება  290 შემთხვევაში გამოიძახეს.