ქართველები მალტაში ფარულმა კამერამ გადაიღო

05 მაი 2021

მალტაში სადარბაზოს კამერამ, სავარაუდოდ ქურდობისთვის შეპარული ორი ქართველი დააფიქსირა.

ვიდეო ტიკ -ტოკზე ერთ-ერთმა მალტურმა გვერდმა განათავსა   წარწერით, „სავარაუდო მძარცველების ვიდეო, რომლებიც მიხვდნენ, რომ იღებდნენ“.

მიმდინარე წლის 9 თებერვალს ევროპის  ქვეყნებში სპეცოპერაციის დროს  საქართველოს 45 მოქალაქე დააკავეს.

უცხოური მედიის თანახმად, ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება 2015 წელს დაიწყო, ხოლო დაკავებულებს 2020 წლის შემოდგომიდან უთვალთვალებდნენ.