შერეული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

05 მაი 2021

დღეს ბათუმში შერეული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა.  ყრილობამ, რომელშიც ეროვნული ფედერაციის წევრები მონაწილეობდნენ,  სრული შემადგენლობით მხარი ნიკოლოზ ქაჯაიას დაუჭირა. როგორც სხვადასხვა ფედერაციის ხელმძღვანელი აცხადებს, მათი მთავარი მიზანი სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციაა.