იაპონიას ტორნადომ გადაურა

03 მაი 2021

იაპონიას ძლიერმა  ტორნადომ გადაუარა. სტიქიის შედეგად  შიზუოკას პრეფექტურაში რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ელექტროგადამცემი ბოძები და ავტომანქანები.

სტიქიური უბედურების რაიონში 3 ათასზე  მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.