ინტეგრირებული ტურნირი ბოულინგში

03 მაი 2021

აფხაზეთის ომის გმირის თემო სახოკიას სახელობის ბოულინგის ინტეგრირებული ტურნირი საქართველოს პირველობა – 2021  დასრულდა. ჩემპიონატში მონაწილეობდნენ სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილ–დაშავებული სამხედროები, ომის ვეტერანები , პარასპორტსმენები  და შშმ პირები. მონაწილეები თანაბრობის პრინციპითა და სოლიდარობის ნიშნად ეტლებში ჩასხდნენ და ამ ფორმით იასპარეზეს.ტურნირი პროექტ „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში ჩატარდა.