პრემიერი: მაღალი პასუხისმგებლობის მედია სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა

03 მაი 2021

,,დღეს, როდესაც ყალბი ახალი ამბებისა და დეზინფორმაციის გავრცელება ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად იქცა დემოკრატიებისათვის, მედიის პასუხისმგებლობას და პროფესიონალიზმს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება“-წერს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,  ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისას საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით მე-100 ადგილზე იყო. ბოლო წლებში კი  ჩვენი ქვეყანა 40 პუნქტით დაწინაურდა. მთავრობის მეთაურის განცხადებით,  ხელისუფლება კვლავაც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით წინსვლას, გამოხატვის თავისუფლების დაცვას, მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.