ჰარცელი: “მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არის "ვაქცინა" დეზინფორმაციის წინააღმდეგ”

03 მაი 2021

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით  საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განცხადება გაავრცელა. ,,ჟურნალისტები ჩვენი მთავარი მოკავშირეები არიან, რომლებიც დემოკრატიების ფუნქციონირებას უწყობენ ხელს“- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. კარლ ჰარცელმა მადლობა  გადაუხადა ჟურნალისტებს მნიშვნელოვანი წვლილისთვის და ევროკავშირის სახელით მხარდაჭერას დაჰპირდა . დიპლომატმა განცხადება გააკეთა კონკურსის შესახებ , რომელიც ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2021 წლის პრიზის მოპოვებას ეხება. წლევანდელი თემაა ”ინფორმაცია საზოგადოებრივი სიკეთეა".