08 ნოე 2016
საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელოდებიან ქართველი პოლიტიკოსები. ევროინტეგრაციის მინისტრმა დღეს კონკრეტული სფეროებიც დაასახელა, რომლებშიც დავით ბაქრაძის თქმით თანამშრომლობა ნებისმიერი ადმინისტრაციის პირობებში კიდევ უფრო გაღრმავდება. უფრო კონკრეტულად როგორია მოლოდინი საქართველოში და რას ფიქრობენ ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობებზე, თეონა თურმანიძისგან გავიგებთ.