რუსთავის აზოტის თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ

01 მაი 2021

რუსთავის აზოტის თანამშრომლების ნაწილი გაფიცვას აგრძელებს. დღეს ადმინისტრაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ქარხნის თანამშრომლებს, რომელთა  თვიური ანაზღაურება 1000 ლარზე ნაკლებია, ხელფასი 250 ლარით გაეზრდებათ, ხოლო  ვისაც 1000-დან 1500 ლარამდე აქვს, მათ 125 ლარით მოემატებათ, მაგრამ გაფიცული თანამშრომლები ამას არ თანხმდებიან და გაფიცვის გაგრძელებას აპირებენ.