უკანასკნელი ტაში - ქვეყანა კახი კავსაძეს ემშვიდობება

01 მაი 2021

კახი კავსაძე რუსთაველის თეატრიდან უკანასკნელი ტაშით  გამოასვენეს.მსახიობს საბურთალოზე  ცოლის  ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ. რუსთაველის ეროვნულ თეატრში სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილი ცოლთან ერთად. გარდაცვლილ მსახიობს პატივი მიაგეს პოლიტიკოსებმა.კახი კავსაძე 27 აპრილს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.