გურიაში სასაფლაოები გაქურდეს 

30 აპრ 2021

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ჩოჩხათსა და გრიგოლეთში ათეულობით საფლავი გაქურდეს.

ჩოჩხათში მსგავსი ფაქტი ბოლო თვეში რამდენჯერმე დაფიქსირდა. საფლავებიდან, ძირითადად, მოპარულია ალუმინისა და რკინის კონსტრუქციები.

ადგილობრივების თქმით,  შემთხვევები სავარაუდოდ, კომენდანტის საათის დროს მოხდა.