საოკუპაციო ხაზთან მამა-შვილის დაჭრის ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორი შეისწავლის

30 აპრ 2021

პოლიციის მიერ მამა-შვილის დაჭრის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ზუგდიდში სოფელ ახალაბასთუმანში ახალგაზრდა მამაკაცი და მისი მამა პოლიციის თანამშრომლებმა მაშინ დაჭრეს, როცა სავარაუდოდ, ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტრაბანდული სიგარეტი გადმოჰქონდათ. ამას  თვითმხილველები ჰყვებიან.