აჭარაში კორონავირუსი კიდევ 107 ადამიანს დაუდასტურდა

30 აპრ 2021

აჭარაში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 427 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 71, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 10 პირი. 

749 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 402 - თბილისში, 318 - აჭარაში. 10 785 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 99 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 85, ხოლო აჭარაში - 14.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 406 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 22 989 პირი, აჭარაში - 2 767.