კონკურსი მედიაწიგნიერებაში

29 აპრ 2021

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის  მონაწილე, საუკეთესო სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სერტიფიცირებული ტრენინგები ჩაუტარა. სტუდენტებმა შეისწავლეს, სოციალური მედიის ალგორითმული დისკრიმინაცია,  სოციალურ მედიაში ადამიანთა უფლებების დარღვევა და მონაცემთა დაცულობა. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა ებრძოლონ ყალბ ამბებს და ამავდროულად დაიცვან გამოხატვის თავისუფლება.