იმუშავებენ თუ არა კერძო ბაღები 4-დან 12 მაისის ჩათვლით დაანონსებულ უქმეებზე 

29 აპრ 2021

კერძო ბაღებს შეუძლიათ მთავრობის მიერ გამოცხადებულ უქმეებზე იმუშაონ - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოს ბაგა-ბაღების ასოციაციის თავმჯდომარემ განუცხადა. 

პავლე ქალიაშვილი​ს თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელებს საშუალება აქვთ არჩევანი თავად გააკეთონ. 4-დან 12 მაისამდე გამოცხადებულ უქმეებზე სასწავლო პროცესს განაგრძობენ, თუ დაისვენებენ. 

რაც შეეხება საჯარო და კერძო სკოლებს. ბათუმის რესურსცენტრის უფროსის განცხადებით, სასწავლო დაწესებულებები ისვენებენ. 

სკოლებში ხვალ, 30 აპრილს არდადეგები იწყება, რომელიც 3 მაისის ჩათვლით გრძელდება, შემდეგ კი მოსწავლეები ''უქმეების'' ფარგლებში დაისვენებენ. 

29 აპრილის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების გამო დახურულია 14 სკოლა და 10 ბაღი. სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასულია 37 კლასი.