საგრანტო ინიციატივა აჭარის უმაღლეს საბჭოში

28 აპრ 2021

აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში პარლამენტში წარსადგენი ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცედურები იწყება.

,,გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, პროექტი ბიუროს წევრებს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარუდგინა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, „მინისტრის საათის“ ფორმატში უმაღლესი საბჭოს წევრები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს - მაია ხაჯიშვილს 27 მაისს მოუსმენენ.