ენგურჰესი საქართველოს ენერგეტიკის ერთიან ქსელშია ჩართული

28 აპრ 2021

სამთვიანი პაუზის შემდეგ დღეიდან ენგურჰესი, ქვეყნის უდიდესი ჰიდროლექტროსადგური ამუშავდა.  ენგურჰესი სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის მიზნით  20 იანვარს გაჩერდა. რეაბილიტაციის შედეგად, წყლის დანაკარგები 20%-30%-იანი მაჩვენებლით შემცირდება, რაც წელიწადში დამატებით დაახლოებით 90 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს.