როდის შეიწყალებს პრეზიდენტი გიორგი რურუას

27 აპრ 2021

დღეს, პრეზიდენტმა სავარაუდოდ გიორგი რურუას შეწყალების აქტი უნდა გამოსცეს.  გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილმა, წინა კვირას მიიღო, როდესაც უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელი შარლ მიშელის მიერ გამოგზავნილ - ხუთპუნქტიან დოკუმენტს მოაწერეს. გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობად პრეზიდენტმა, ქვეყნისა და საკანონმდებლო ორგანოს ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმში დაბრუნება და გამოწვევების გამკლლავება დაასახელა.