27 აპრ 2021
ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტში შესვლა აქციის და შეძახილების ფონზე მოუწიათ. მათ შეძახილებით 20 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულები და სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ, რომლებიც ამნისტიის აქტის ბრალდებულ პოლიციელებზე გავრცელებას აპროტესტებენ. იყო სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებსა და მოქალაქეებს შორის.