პრემიერის ინიციატივა „რეგიონების განახლება“

26 აპრ 2021

პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მასშტაბური განახლება დაანონსა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია და სახელმწიფოსთვის მთავარი მიზანი უნდა გახდეს მოქალაქეებისთვის ადგილზე ცხოვრების, შრომისა და განვითარების პირობების გაუმჯობესება.

პროექტებს მუნიციპალიტეტებთან ერთად განახორციელებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი.