შევა თუ არა უმაღლეს საბჭოში ვარშალომიძე

07 ნოე 2016

“ნაციონალურ მოძრაობაში” ამ დრომდე არ აკონკრეტებენ შევა თუ არა ლევან ვარშალომიძე უმაღლეს საბჭოში. პარტიის ლიდერმა 31 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას 4 დღეში მიიღებდნენ. საკითხზე ვარშალომიძემ კონკრეტული პასუხსი გაცემისგან თავი შეიკავა და არც ის დაუკონკრეტებია შევა თუ არა პარტია უმაღლეს საბჭოში. უსკოს მონაცემებით ნაციონალურ მოძრაობას 5 მანდატი აქვს. ჩვენ დილიდან ვცდილობთ პარტიის პოზიციის გარკვევას, თუმცა ამ, დრომდე კომენტარი ვერ მოვიპოვეთ.