ბათუმში ჰესის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულის სასამართლო პროცესი

25 აპრ 2021

ალბერტ არაქელოვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

სამოქალაქო აქტივისტს დიჯეი ბაბას სახელით იცნობენ და ის გუშინ ევროპის მოედანზე ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დააკავეს. მას ბრალად ედება  პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.