რას უკავშირდება როტაცია მმართველ პარტიაში?

24 აპრ 2021

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატის სკამზე გადაინაცვლა, მის შემცვლელად კი მმართველმა გუნდმა კახა კუჭავა წარადგინა.

ოპოზიცია პარლამენტში შესვლის წინ, საკადრო ცვლილების გადაწყვეტილებას  „ქართულ ოცნებას“  უწუნებს. მმართველ გუნდთან ერთად ოპონენტების ნაწილი პარლამენტში მუშაობას   26 აპრილიდან განაახლებს.