საქველმოქმედო ინტელექტუალური თამაში ''მოაზროვნე'' შუახევში

24 აპრ 2021

საქველმოქმედო ინტელექტუალური თამაში ,,მოაზროვნე,, შუახევში - 26 წლის ახალგაზრდას დასახმარებლად. მირზა ქათამაძეს ტრავმის შედეგად ზურგის ტვინის სრული ანატომიური დაზიანება აქვს და ოპერაციას საზღვარგარეთ საჭიროებს.

მოაზროვნეებმა პროექტის ორგანიზატორებთან ერთად ძვირადღირებული ოპერაციისთვის თანხის ნაწილის მობილიზება შეძლეს.