პროტესტი ჭიათურაში გრძელდება

24 აპრ 2021

პროტესტი ჭიათურაში გრძელდება - გაფიცული მაღაროელები ხელფასის 50%-ით მომატებას ითხოვენ. მაღაროელები აქციის გაგრძელებას იქამდე აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

''ჯორჯიან მანგანეზის" შეთავაზებას, მაისისთვის ხელფასის 250 ლარით მატებაზე, მაღაროელები არ თანხმდებიან. დღეს აქცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაგრძელდა.