როგორია დილემის გადაჭრის გზა ნიკა მელიას გასათავისუფლებლად

24 აპრ 2021

ვის უნდა შეეხოს  20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტი და როგორ შეიძლება დატოვოს  საპატიმრო ნიკა მელიამ – ეს საკითხი მმართველი გუნდის ოპონენტებმა ქართული ოცნების ბრიფინგის პარალელურად არასამთავრობო სექტორთან ერთად განიხილა.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერს არც ამნისტიით და არც  გირაოთი არ სურს საპატიმროს დატოვება, იგივე აზრზეა პარტიაც.