მედიის მონიტორინგი აჭარის ტელევიზიაზე

23 აპრ 2021

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქართველოს ჟურნალისტული ეთიკის ქარტიამ, მედიამონიტორინგის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. ანგარიშში აჭარის ტელევიზიის ნაწილში აღნიშნულია, რომ მთავარი საინფორმაციო გამოშვება მეტ-ნაკლებად ნეიტრალური და დაბალანსებულია.

პოლიტიკური თემის გაშუქებისას არხზე სათანადოდაა წარმოჩენილი მმართველი პარტია და ოპოზიციაც. ანგარიშში ასახულია საარჩევნო გაშუქების ტენდენციები პირველი თებერვლიდან 31 მარტამდე პერიოდში.