მოსამართლეების განათლება

23 აპრ 2021

ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად დადგინდა, რომ საერთო სასამართლოებიდან 11 მოსამართლეს  განათლების დამადასტურებელი არასრულყოფილი დიპლომი აქვთ. კვლევის ავტორების ინფორმაციით, 5-ს დიპლომთან დაკავშირებით  განსაკუთრებული პრობლემა აქვს. აღმოჩნდა, რომ განათლების  ხარისხის განვითარების ცენტრმა ბაკალავრის ხარისხიც კი ვერ დაუდასტურა.  6 მათგანთან მიმართებით კი მაგისტრის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები გამოიკვეთა. 11-ვე მოსამართლემ ხარისხის დამადასტურებელი ცნობა სასამართლოს გზით მოიპოვა.  კვლევა ჩატარდა მოსამართლეემის მიერ შევსებულ დეკლარაციებთან დაკავშირებით