ვაკანტური პოსტები აჭარის მთავრობაში

06 ნოე 2016

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დღეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, რომლებიც იმ სამსახურებს ჩაიბარებენ, რომელთა ხელმძღვანელებიც დეპუტატები გახდნენ. ზურაბ პატარაძის, თქმით ეს  უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.  ეს არის დაახლოებით 5 უწყება, მათ შორის სპორტისა და გზების  დეპარტამენტრბი, საზოგადეობრივი ჯანდაცვის ცენტრი, გარემოს დაცვის სამმართველო. ზურაბ პატარაძე არ გამორიცხავს, რომ რომელიმე ვაკანტურ თანამდებობაზე ახალი სახეც დაინიშნოს.