მოხარული ვარ კომპრომისის გამო - გერმანიის ელჩი

22 აპრ 2021

საქართველოში გერმანიის ელჩი კი ფიქრობს, რომ შეთანხმებული ნაბიჯების განხორციელება ახლა მოითხოვს ახალ სულისკვეთებას პოლიტიკაში. ჰუბერტ ქნირშის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულმა გეგმამ ფართო თანხმობა ჰპოვა პოლიტიკურ ძალებს შორის, ამიტომ ერთობლივი წარმატებისთვის მუშაობის სულისკვეთებაა საჭირო. „გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს შეთანხმების მიღწევას“- განაცხადა  საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა ჟურნალისტებთან.  მარკ კლეიტონი  მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ ხელი მოაწერონ შეთანხმებას.