ნიკა მელიას გამოშვების რა გზას ხედავენ აჭარაში

21 აპრ 2021

გიორგი რურუასა და ნიკა მელიას პოლიტპატიმრებს უწოდებენ ოპოზიციური პარტიის წევრები აჭარაში და ამბობენ, რომ ისინი უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ. სწორედ ამის შემდეგ აპირებენ საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვას.

ოპოზიცია მზადაა იმ კანონპროექტის მხარდასაჭერად, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გათავისუფლებისთვის იქნება საჭირო.