ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

21 აპრ 2021

ბათუმში, გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩის კვეთაში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდები ერთმანეთს მრავალსართულიანი ბინების ეზოში დაუპირისპირდნენ. რა დროსაც ერთ-ერთი მამაკაცი სავარაუდოდ დანით დაჭრეს. პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.